ბლუმბერგის ცნობით, ევროკავშირმა შესაძლოა ტარიფები დააწესოს ნავთობსადენ „დრუჟბაზე“, რომლითაც რუსული ნავთობი უნგრეთსა და სლოვაკეთს მიეწოდება
ბლუმბერგის ცნობით, ევროკავშირმა შესაძლოა ტარიფები დააწესოს ნავთობსადენ „დრუჟბაზე“, რომლითაც რუსული ნავთობი უნგრეთსა და სლოვაკეთს მიეწოდება. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ასევე იუწყება, რომ აღნიშნული ზომები ევროკავშირის სანქციებისგან დამოუკიდებლად განიხილება. ბლუმბერგის ცნობითვე სანქციებისგან განსხვავებით ტარიფების საკითხის მისაღებად ხმათა უმრავლესობა იქნება საჭირო.