ხელოვნების სასახლეში უნიკალური გამოფენა- „ბაგრატიონები“ გაიხსნა
ხელოვნების სასახლეში უნიკალური გამოფენა- „ბაგრატიონები“ გაიხსნა. სადაც პირველად არის წარმოდგენილი ქართველ ხელმწიფეთა და ბატონიშვილთა უნიკალური პორტრეტები, ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი, საბრძოლო იარაღი, პერსონალური ჭურჭელი მონოგრამებით და სხვა ექსპონატები. მათი ნაწილი მრავალი წელია, არ გამოფენილა. ექსპონატებს შორისაა საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენელთა უნიკალური იარაღები. გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს უცნობი ავტორის მიერ მე-19 საუკუნეში შესრულებულ თამარ მეფის პორტრეტს, ანანურის კომპლექსის ფონზე; ერეკლე მეორეს ყმაწვილობის ტილოსა და თეკლე ბატონიშვილის უნიკალურ პორტრეტსა და სხვა არაერთს.