მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობას ზეიმობს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობას ზეიმობს, რომელიც ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა მიმდინარებს, ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა.
