თელავში მუსიკის საერთაშოროსო ფესტივალის კვირეულის მეორე დღეს მსმენელის წინაშე ელისო ვირსალაძე წარდგა
თელავში მუსიკის საერთაშოროსო ფესტივალის კვირეულის მეორე დღეს მსმენელის წინაშე ელისო ვირსალაძე წარდგა. კამერული მუსიკის კონცერტში, მონაწილეობა დავიდ ოისტრახის სახელობის სიმებიანმა კვარტეტმა მიიღო. ფესტივალი კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დაგეგმილია თემატური მასტერკლასებიც.
