თბილისობა 2025-ს დღეს საღამოს გალა-კონცერტი „ყველა უმღერის თბილისს“ დაასრულებს
თბილისობა 2025-ს დღეს საღამოს გალა-კონცერტი „ყველა უმღერის თბილისს“ დაასრულებს. მანამდე კი დედაქალაქის ქუჩებში მრავალფეროვანი პროგრამები გრძელდება. ღონისძიებების ძირითადი ადგილი, რიყის პარკი და ორბელიანის მოედანია. აბანოთუბანში კი გამოფენა-გაყიდვა - „თბილისური მრავალფეროვნება“ იმართება.
