თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება სხვადასხვა პროფესიის 30 ადამიანს მიენიჭა
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, სხვადასხვა პროფესიის 30 ადამიანს მიენიჭა. მათ დედაქალაქის მერმა, თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადასცა. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვისაც ყოველდღიურად შეაქვს საკუთარი წვლილი ქალაქის განვითარებაში. სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართულ ღონისძიებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.