ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებული კიდევ სამი სკოლა შეხვდა
ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებული კიდევ სამი სკოლა, ვანის N1, ზუგდიდის N2 და N11 საჯარო სკოლები შეხვდა. თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სივრცეები, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა დაათვალიერა. სამივე სკოლაში მოეწყო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, კომპიუტერული ოთახი, ბიბლიოთეკა, სააქტო და სპორტული დარბაზი. შენობები ადაპტირებულია, დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. სამივე სკოლის რეაბილიტაციისთვის ჯამში 18 მილიონ 730 ათასი ლარი დაიხარჯა.
