ახალციხის მერობის კანდიდატმა მორიგი შეხვედრები რაბათის უბანში, თამარაშვილისა და ხანძთელის ქუჩის მცხოვრებლებთან გამართა
ახალციხის მერობის კანდიდატმა მორიგი შეხვედრები რაბათის უბანში, თამარაშვილისა და ხანძთელის ქუჩის მცხოვრებლებთან გამართა. ვარლამ წიკლაურმა მოსახლეობას გააცნო ის პრიორიტეტები, რის განხორციელებასაც აპირებს ქალაქში და მუნიციპალიტეტის სოფლებში. მოისმინა ადგილობრივების საჭიროებები და მათთან ერთად იმსჯელა ახალციხის განვითარებაზე. ვარლამ წიკლაურმა ასევე, მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალციხე მდიდარია ღირსშესანიშნაობებით, ტრადიციებითა და კულტურით. აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად ტურისტების რაოდენობა მზარდია. მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ამ მიმართულების განვითარება იქნება. მუნიციპალიტეტში ჩამოსულ სტუმრებს კი დახვდებათ კომფორტული გარემო, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული ზონები, რეაბილიტირებული გზები და ბევრი საინტერესო ღონისძიება.
