პირველი თოვლი მოვიდა მაღალმთიან აჭარაში
პირველი თოვლი მოვიდა მაღალმთიან აჭარაში. ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 5 სანტიმეტრს აღწევს, მათ შორის გოდერძის უღელტეხილსა და ბეშუმში. როგორც ადგილობრივ მერიაში ამბობენ პირველ თოვლს პრობლემები არ შეუქმნია.
