ძლიერი წვიმის შედეგად, ფოთში დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები
ძლიერი წვიმის შედეგად, ფოთში დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, დაზიანდა საქალაქო ინფრასტრუქტურაც. ფოთის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან და მუშაობენ სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.