უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ხიდბოგირების ნაწილი, მეწყერის შედეგად ჩაიხერგა სოფლის გზების ნაწილი. თუმცა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფებმა, ტერიტორია მალევე გაწმინდეს. მიყენებულ ზარალს კომისია შეისწავლის. ვითარებას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუბებული დავით ვერავა, „ქართული ოცნების“ წალენჯიხის მერობის კანდიდატ, გუბა საჯაიასთან ერთად გაეცნო.
