აჭარის პოლიციამ ორგანიზებული თაღლითური ჯგუფი გამოავლინა
აჭარის პოლიციამ ორგანიზებული თაღლითური ჯგუფი გამოავლინა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს და კონკრეტული როლები გადაინაწილეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები, ბათუმში, უძრავი ქონების გირავნობით დაინტერესებულებეს არწმუნებდნენ, რომ კონკრეტული ფართების სესხის სანაცვლოდ გირავნობით დატვირთვის და მათთვის დროებით სარგებლობაში გადაცემის უფლება გააჩნდათ, რის შემდეგაც მოტყუებით ეუფლებოდნენ მოქალაქეების კუთვნილ თანხებს. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 16 მოქალაქე დაზარალდა. თაღლითური გზით კი 461 306 ლარი მიითვისეს.
