უნიკალური შედეგი დაფიქსირდა საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში
უნიკალური შედეგი დაფიქსირდა საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში – ანასტასია ჩხარტიშვილმა ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენი ქვეყანა და კონკრეტულად ბათუმი საერთაშორისო შეჯიბრებას 3 დღის განმავლობაში უმასპინძლებს, სადაც 20 ქვეყნის 163 სპორტსმენი გამოდის. ტურნირი ხვალ დასრულდება
