აშშ-ის სენატმა მაიკ უოლცი გაეროში ელჩად დაამტკიცა
შეერთებული შტატების სენატმა მაიკ უოლცი გაეროში ელჩად დაამტკიცა. მანამდე მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი იყო. უოლცს პოსტის დატოვება პლატფორმა „სიგნალში“ გასაიდუმლოებულ მიმოწერასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ მოუწია. ამ ეტაპზე უცნობია, შეძლებს თუ არა ის მონაწილეობის მიღებას გაეროს გენერალურ ასამბლეაში, რომელიც მომდევნო კვირას გაიხსნება
