ევროკომისია მზად არის უნგრეთს გაყინული 550 მილიონი ევრო მისცეს, რათა თავიდან აირიდოს ვეტო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესების დროს
ევროკომისია მზად არის უნგრეთს გაყინული 550 მილიონი ევრო მისცეს, რათა თავიდან აირიდოს ვეტო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესების დროს. ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტი რუსული ენერგომატარებლების წინააღმდეგაა მიმართული. როგორც მედია წერს, უნგრეთი და სლოვაკეთი, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან რუსული ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებად, შეზღუდვების დაწესების დაბლოკვით იმუქრებიან
