რუსეთმა მასირებული შეტევა მიიტანა უკრაინაზე
რუსეთმა მასირებული შეტევა მიიტანა უკრაინაზე. დნეპროპეტროვსკში რაკეტის ფრაგმენტები საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაიღუპა 1 და დაიჭრა 26 ადამიანი. დარტყმები მიიტანეს ივანო-ფრანკივსკზე, ხმელნიცკზე, მიკოლაევისა და კიევის ოლქებზე. საპასუხო დარტყმებს ახორციელებს კიევიც, უკრაინამ სარატოვისა და სამარის ოლქებში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და მაგისტრალური სატრანსპორტო ობიექტს დაარტყა. რომელსაც სხვადასხვა საბადოდან მოპოვებული ნავთობი გადააქვს. შედეგად ობიექტებზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა