ბათუმში ვოკალის აკადემიის კვირეული გრძელდება
ბათუმში ვოკალის აკადემიის კვირეული გრძელდება. მსოფლიო საოპერო ხელოვნების ვარსკვლავები ახალგაზრდა მომღერლებს მასტერკლასებს უტარებენ და მათ შესაძლებლობებს ეცნობიან. საუკეთესოებს კი სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლენენ. კვირეული შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის „ბათუმური რაფსოდიის“ ფარგლებში იმართება და წელს საგანმანათლებლო მიმართულებას ეძღვნება. დამწყებ მუსიკოსებს კი შესაძლებლობას აძლევს ქვეყნიდან გაუსვლელად ხმა მიაწვდინონ მსოფლიოს წამყვან კულტურულ-საოპერო კერებს და შეხვდნენ ცნობილ მუსიკოსებს. ფესტივალი საზეიმოდ 28 სექტემბერს დაიხურება