აჭარაში სტიქიას ებრძვიან
აჭარაში სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა მაჭახლის ხეობაში. ადიდებულმა მდინარემ, საავტომობილო გზის ნაწილი დააზიანა. სადაც გადაადგილება შეფერხებულია. ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა და საპიკნიკე ინფრასტრუქტურა განადგურდა. ასევე დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და ხაზები. მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიწოდება. ტერიტორიიდან გაყვანილია მოსახლეობა რომელსაც საფრთხე ემუქრებოდა
