სახელისუფლებო გუნდისთვის დიდი ბრიტანეთისგან დაწესებული სანქციები დაუსაბუთებელი და აბსურდულია
სახელისუფლებო გუნდისთვის დიდი ბრიტანეთისგან დაწესებული სანქციები დაუსაბუთებელი და აბსურდულია. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ვერც ერთი ქვეყანა წარმოადგენს არგუმენტს, იმის დასადასტურებლად, რომ საქართველო რუსეთისთვის ე.წ შავი ხვრელია. დიდი ბრიტანეთი საქართველოს ადანაშაულებს, თითქოს რუსეთის დროშით მცურავი სანქცირებული გემები, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თუმცა როგორც ირკვევა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ტრანზიტული ტანკერები, იანვარსა და ივლისში შემოვიდა, ანუ იქამდე ვიდრე მათ სანქციებს დაუწესებდნენ. გემების საბოლოო დანიშნულების ადგილი კი სომხეთი იყო
