„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია Whoscored-ის ვერსიით ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თერთმეტეულში შეიყვანეს
„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია Whoscored-ის ვერსიით ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თერთმეტეულში შეიყვანეს. პირველი ტურის სიმბოლურში სტატისტიკის ვებგვერდმა ხვიჩას თამაში 9.04 მეასედი ქულით შეაფასა. ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე „პსჟ“-მ "ატალანტა" 4-0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მეორე ტურში სტუმრად „ბარსელონას“ შეხვდება
