ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 18 წლის ვახტანგ ლოლუა ჩემპიონი გახდა
ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 18 წლის ვახტანგ ლოლუა ჩემპიონი გახდა. 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა ჩინელი, რუმინელი და თურქი მეტოქეები დაამარცხა, ხოლო ფინალში ირანელ ფრაზად აჰმადი ბალოოტაკის 9-7 მოუგო და ოქროს მედალი დაისაკუთრა. ჩვენს ქვეყანას კიდევ 1 ოქროს შანსი ჰქონდა, თუმცა გელა ბოლქვაძემ გადამწყვეტი ბრძოლა ირანელ სპორტსმენთან წააგო და ვერცხლს დასჯერდა. საქართველოს ანგარიშზე ამ დროისთვის 2 მედალია. დღეს კი ტურნირში ლერი აბულაძე, ჯონი ხეცურიანი და ლაშა გობაძე ჩაერთვებიან. ხოლო ამირან შავაძე და გიორგი მელია ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ
