„ქართული ოცნების" მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად გრძელდება
„ქართული ოცნების" მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად გრძელდება. ამჯერად, პარლამენტის წევრები, წალენჯიხაში მერობის კანდიდატთან ერთად, ახალგაზრდებსა და სპორტსმენებს შეხვდნენ. სტუმრებს შორის მსოფლიო და ევროპის შვიდგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე იმყოფებოდა. სპორტის მიმართულებით მიმდინარე პროგრამებსა და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრეს. მერობის კანდიდატმა ახალგაზრდების ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ახალგაზრდები მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება