23-წლიანი ქირით ცხოვრების შემდეგ, „თბილისობას" ახალ სახლში შეხვდა ნინუების ხუთსულიანი ოჯახი
23 წლიანი ქირით ცხოვრების შემდეგ, „თბილისობას" ახალ სახლში შეხვდა ნინუების ხუთსულიანი ოჯახი - თეიმურაზ ნინუას ოჯახს, რომელსაც მერიის უწყებათაშორისმა კომისიამ უსახლკაროს სტატუსი მიანიჭა, სოციალური საცხოვრისი გადაეცა. ოჯახს კახა კალაძე, ვიცე-მერთან, მოადგილესთან და სამსახურების უფროსებთან ერთად ესტუმრა. ახალმოსახლეობა მიულოცა და დაჰპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას მომავალშიც გაუწევს
