თელავი, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს
თელავი, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. კონცერტების სერიის პირველ დღეს ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა გორის ქალთა კამერულ გუნდს უმასპინძლა. სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი თეონა ცირამუა გუნდის წევრებთან ერთად მსმენელის წინაშე სხვადასხვა ნაწარმოებებით წარსდგა. კონცერტი ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85-ე წლისთავს ეძღვნება. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში, კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება