განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გორში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გორში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. გივი მიქანაძემ მასწავლებლებს ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, ხოლო დასკვნითი ღონისძიება 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება. პედაგოგთა დაჯილდოება რეგიონულ დონეზე რაჭა-ლეჩხუმით დაიწყო და ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება
