განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სამცხე-ჯავახეთში შეხვედრები დაასრულა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სამცხე-ჯავახეთში შეხვედრები დაასრულა. პარლამენტის წევრები ასპინძის მუნიციპალიტეტში, ტოლოშის და დამალას ახლად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლებს ესტუმრნენ, სადაც განახლდა სასწავლო სივრცეები, ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. მოეწყო სპორტული დარბაზები და მოედნები. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის