ახალციხის მერობის კანდიდატმა ვარლამ წიკლაურმა, მთავარი პრიორიტეტები და მიზნები, რუსთაველისა და საფარის ქუჩებზე მცხოვრებლებს გააცნო
ახალციხის მერობის კანდიდატმა ვარლამ წიკლაურმა, მთავარი პრიორიტეტები და მიზნები, რუსთაველისა და საფარის ქუჩებზე მცხოვრებლებს გააცნო. ადგილობრივებთან ერთად, იმსჯელა არსებულ საჭიროებებზე და მათი გადაჭრის გზებზე. მოსახლეობისგან მოისმინა მოსაზრებები და შეხედულებები ქალაქის განვითარების შესახებ. ასევე, ვარლამ წიკლაურმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც ახალციხეში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით ახლა მიმდინარეობს. ქართული ოცნების კანდიდატის თქმით, მისი მთავარი პრიორიტეტები, ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, გამწვანება, ახალგაზრდების ხელშეწყობა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები და სხვა არაერთი იქნება