აბანოთუბნის ტერიტორიაზე, ლეღვთახევის ტურისტულ ზონაში ქვათაცვენის შემაკავებელი ღონისძიებები დასრულდა
აბანოთუბნის ტერიტორიაზე, ლეღვთახევის ტურისტულ ზონაში ქვათაცვენის შემაკავებელი ღონისძიებები დასრულდა. სამუშაოებს დედაქალაქის მერი გაეცნო. ფერდობებზე გეოდინამიკური პროცესების გააქტიურების მაღალი რისკი არსებობდა, რის გამოც მოსალოდნელი იყო, როგორც ცალკეული ლოდების დროდადრო ჩამოცვენა, ისე დიდი მოცულობის კლდოვანი მასივის მყისიერად ჩამოშლა, რაც საფრთხეს წარმოადგენდა. გარდა ამისა, ლეღვთახევის ტერიტორიაზე მდებარე ხიდებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა რეაბილიტაცია ჩაუტარა, „თბილსერვის ჯგუფმა“ კი გარე განათების ახალი ქსელი მოაწყო
