საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ახლად დანიშნულ ელჩებს უმასპინძლა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ახლად დანიშნულ ელჩებს უმასპინძლა. გიორგი ზურაბაშვილმა დიპლომატებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. ასევე ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას