საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, აცხადებს, რომ ქვეყნის არცერთ ნავსადგურში სანქცირებული გემების შემოსვლის ფაქტი არ დაფიქსირებულა
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, აცხადებს, რომ ქვეყნის არცერთ ნავსადგურში სანქცირებული გემების შემოსვლის ფაქტი არ დაფიქსირებულა. წელს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები ორჯერ შევიდნენ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ბენზინის ტრანზიტული ტვირთით, ხოლო საბოლოო დანიშნულების ქვეყნად სომხეთი იყო მითითებული. ამ დროს კი ისინი სანქციებს არ ექვემდებარებოდნენ. უწყების ინფორმაციით, საქართველოს ყველა ნავსადგურში შესვლა კონტროლდება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის მკაცრი დაცვით
