პოლიციამ რუსთავში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
პოლიციამ რუსთავში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. სამართალდამცველებმა დაკავებულის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან 23 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
