ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის წევრისა და მასთან დაკავშირებული არალეგალური საწარმოს სხვა ხელმძღვანელებისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის წევრისა და მასთან დაკავშირებული არალეგალური საწარმოს სხვა ხელმძღვანელებისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინათ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოჯახის წევრის, კუთვნილი კომპანიების მიერ, შემდგომი რეალიზების მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გამოშვება/შენახვის ფაქტები გამოავლინა. გამოძიების ინფორმაციით დაკავებულმა 2023 წელს დააფუძნა კომპანიები და გორში მოაწყო სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხანა, სადაც წლების განმავლობაში ახორციელებდა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გამოშვებას