არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი და დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გააცილა. მანამდე, საამიროების პრეზიდენტი შეხვდა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. ბიძინა ივანიშვილმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ისაუბრეს იმ მასშტაბური პროექტის ინვესტიციაზე, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები განახორციელებს საქართველოში. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ შეიხმა განაცხადა, რომ საამიროები მზად არის, კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩადონ საქართველოში. შეხვედრას პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაშიც. სადაც, ორივე მხარემ დაადასტურა მზაობა, ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. პრემიერის თქმით, დისკუსიები გამართეს ყველა სტრატეგიული მიმართულებით