არაბთა გაერთიანებული საამიროები, კავკასიის რეგიონში პარტნიორობის გაძლიერების ერთგულია
არაბთა გაერთიანებული საამიროები, კავკასიის რეგიონში პარტნიორობის გაძლიერების ერთგულია. პოსტი სოციალურ ქსელში, გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა, სადაც საამიროებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების გზებზე იმსჯელეს. შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი იმედოვნებს, რომ სახელმწიფოების თანამშრომლობა განვითარების საერთო პრიორიტეტებსა და ხალხების კეთილდღეობას შეუწყობს ხელს
