ქართული ოცნების თბილისის საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა
მუსიკალური ვიდეო რგოლი საზოგადოებას „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ წარუდგინა. ღონისძიებას პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლები, ასევე, ხელოვნების, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.