ბათუმი ვოკალის აკადემიის კვირეულს მასპინძლობს
შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის „ბათუმური რაფსოდიის“ ფარგლებში, ღონისძება წელს საგანმანათლებლო სფეროს ეძღვნება. პროექტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ახალგაზრდა შემსრულებლები მონაწილეობენ. მათ მასტერკლასებს მსოფლიო საოპერო ხელოვნების ვარსკვლავები ჩაუტარებენ. პარალელურად, ახალგაზრდა მომღერლების მოსმენა გაიმართება.