2026 წელს ჩვენი ქვეყანა ქართლის მოქცევის 1700 წლისთავს აღნიშნავს.
ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ის, რაც გვაერთიანებს“ მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან გამართა. იმსჯელეს იმ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებზე, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გაიმართოს.
