19 სექტემბერი ქართული სამხედრო ავიაციის დღეა
თავდაცვის ძალების სამხედრო ავიაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ალექსეევკის სამხედრო საჰაერო ბაზაზე ჩატარდა. თავდაცვის მინისტრმა პირად შემადგენლობას პროფესიული დღე მიულოცა. ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით მიმართვისას ავიაციის მნიშვნელობასა და მფრინავების როლზე გაამახვილა ყურადღება. ქართული ავიაციის დაარსებიდან 33 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონიის დაწყებამდე, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძლების მეთაურმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა.
