საქალაქო სასამართლომ შვიდ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
საქმე ეხება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვების და შენახვის, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გამოყენებით საქონლის წარმოების ფაქტებს. დაკავებულების ადვოკატები გირაოს ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
