საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩთან,შეხვედრა გამართა
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის განვითარების შესაძლო მიმართულებები. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღინიშნა, ამ პროცესში, შემდგომი თანამშრომლობის და დიალოგის მნიშვნელობა. ოლივიე კურტომ დაადასტურა საფრანგეთის მტკიცე და უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.