საქართველოს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი ეწვია
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დახვდა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში ორი ქვეყნის ლიდერების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა იმართება, რომელშიც საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობენ.
