ბათუმი მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს
ბათუმი მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირს, „მსოფლიოს ახალგაზრდულ სერია - 2025“-ს მასპინძლობს. ღონისძიების გახსნის ცერემონიას, რომელიც გუშინ გაიმართა, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან, საერთაშორისო მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან და ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად დაესწრო.
