ამერიკელი კონსერვატორის, ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისა და მისი ორი ვიცე-პრემიერის უსაფრთხოების ზომები უმაღლეს დონემდე გაიზარდა
ამერიკელი კონსერვატორის, ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისა და მისი ორი ვიცე-პრემიერის უსაფრთხოების ზომები უმაღლეს დონემდე გაიზარდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განკარგულება გამოსცა, რომელიც ჯორჯია მელონის, ანტონიო ტაიანისა და მატეო სალვინის მიმართ უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას ითვალისწინებს.
