ბათუმში მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის ტურნირი მიმდინარეობს
ბათუმში მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის ტურნირი მიმდინარეობს. შეჯიბრების ფარგლებში საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო და ევროპის ფედერაციის პრეზიდენტებს პეტრა სიორლინგსა და პედრო მოურას შეხვდა. შეხვედრაზე 2027 წელს საქართველოში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების შესაძლებლობა განიხილეს, რაშიც ქართულ მხარეს ოფიციალურმა პირებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს
