ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პირისპირ შეხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პირისპირ შეხვდა. დონალდ ტრამპი და კირ სტარმერი დიალოგს „ჩეკერსში“ პრემიერის საზაფხულო რეზიდენციაში მართავენ. ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ ქვეყნის ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. CNN-ის ცნობით, მხარეები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, უკრაინის კონფლიქტს, ღაზას ომსა და ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ
