ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდებმა 2016 წლიდან დღემდე ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან დაკავშირებულ ჯგუფებზე 80 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა
ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდებმა 2016 წლიდან დღემდე ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან დაკავშირებულ ჯგუფებზე 80 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. 23 მილიონ დოლარზე მეტით დაფინანსდა შვიდი ჯგუფი, რომლებიც ძალადობაში, საკუთრების დაზიანებაში, საბოტაჟსა და შევიწროებაში იყვნენ ჩართული. აღნიშნულ მონაცემებს ამერიკული საგამოძიებო კვლევითი ცენტრი „კაპიტალი“ ავრცელებს. ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდის დოკუმენტების მოკვლევის საფუძველზე შედგენილ ანგარიშში ნათქვამია, რომ სოროსის ფონდებიდან მილიონობით დოლარი იხარჯებოდა ისეთ ქმედებებზე, რაც ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს მიხედვით შიდა ტერორიზმად კვალიფიცირდება
