საფრანგეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციებია
საფრანგეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციებია. გაფიცულია თითქმის მილიონამდე ადამიანი. მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ განათლების, ჯანდაცვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვა სფეროების მუშაკები. 2026 წლის ბიუჯეტში სოციალური ხარჯების შემცირების წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით 470 ზე მეტი დემონსტრაცია იმართება. საპროტესტო აქციები დილიდან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებით დაიწყო, სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ქუჩების გადაკეტვისა და შენობების ბლოკირების საშუალებას არ აძლევენ. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით ქვეყნის მასშტაბით უკვე დაკავებულია 100 დემონსტრანტი, მათ შორის 15 პარიზში