განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას, უკანონოდ შეიძინა და შეინახა, ოთხ კილოგრამამდე „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი ნივთიერება, რაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა
