ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს. თვითმმართველობის არჩევნებზე სამი ათას 51 საარჩევნო უბანი იქნება, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. ამ არჩევნების ადმინისტრირებას ქვეყნის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების 34 000 -ზე მეტი წევრი განახორციელებს, საიდანაც 25 800-ზე მეტი პირი საარჩევნო ადმინისტრაციამ აირჩია, დანარჩენები კი შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ არიან დანიშნული
