დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია
დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 92% მიიღო და მსოფლიოში 17-ე ადგილზე გავიდა . დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობით, საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას (იაპონიის გარდა), ევროკავშირის და ნატოს წევრ 24 სახელმწიფოს. მათ შორის არის ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი. დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობით, მსოფლიოში სინგაპური, ევროპაში კი ნორვეგია ლიდერობს. დანაშაულის უკონტროლობით ყველაზე მძიმე ვითარება მექსიკასა და ვენესუელაშია. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათავო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს
